logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: ობიექტური და ადეკვატურია „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგების ვარდნა
- +

26 ივნისი. 2020. 10:16

 

„ნაციონალური მოძრაობისგან და მათი კლასტერებისგან შეჩვეულები ვიყავით, რომ ისინი  არაფერს აკეთებდნენ და საზოგადოებას ეუბნებოდნენ, რომ რაღაცას აკეთებდნენ“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძემ ტვ “იმედის“ ეთერში.

 

მისი თქმით,  პიარის თვალსაზრისით, რაღაცების გაყიდვას ნაციონალურო მოძრაობა და მისი სატელიტი პარტიები ჯერ მეტნაკლებად ახერხებდნენ, მაგრამ   ბოლო დროს   ეს პიარიც  მოუსუსტდათ.

 

„იმდენად  არათანმიმდევრულები გახდნენ, რომ რეიტინგზე უკვე ეს აისახება. როდესაც აბსოლუტურად არაფერს აკეთებ, კონსტრუქციულობის ნიშანწყალი არ გაქვს, საგნობრივად თემებში საერთოდ არ შედიხარ და ზოგად მესიჯებს ისვრი, რომ დააზიანო ხელისუფლება და უკვე მხოლოდ მოგონის, ფეიკ ნიუსებზე აწყობ შენს პიარ კამპანიას, ამ დროს რაც არ უნდა კარგი სპეციალისტი დაიქირაო პიარის, შკლეროვი იქნება რუსეთიდან ჩამოყვანილი თუ სხვა,  წარმოუდგენელია კონკრეტულ მიზანს მიაღწიო. თან საზოგადოებაც გაიზარდა კიდევ უფრო, ადამიანები უკვე ხედავენ, ვინ ვინ არის. მოქალაქეებმა გარჩევაც უფრო შევძელით და ამ საზოგადოების სწორი წარმოდგენების ფონზე, ობიექტური და ადეკვატურია მათი რეიტინგების ასეთი ჩამოსვლა ქვევით“, -აღნიშნა ვიცე-სპიკერმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner