logo_geo
eng_logo
ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის საქმეზე 17 პირი დააკავეს
- +

26 ივნისი. 2020. 11:28

 

 

წინასაწარი ინფორმაციით, 17 პირი დააკავეს ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის გარემოებების დასადგენად მიმდინარე გამოძიების ფარგლებში.

 

„რადიო თავისუფლებას“ შსს-ში დაკავების ფაქტი დაუდასტურეს და განუცხადეს, რომ დღეს ბრიფინგს გამართავენ.

 

19 წლის გიორგი შაქარაშვილი, რომელიც მცხეთაში, მეგობრის წვეულებაზე იმყოფებოდა, 19 ივნისს გაუჩინარდა. 4 დღის შემდეგ მაშველებმა მისი ცხედარი მდინარე არაგვში აღმოაჩინეს.

 

გამოძიების ინფორმაციით, წვეულების მონაწილეებს შორის მოხდა ფიზიკური დაპირისპირება, რომელიც შემდეგ თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე, მდინარე არაგვზე მდებარე ხიდის სიახლოვეს გაგრძელდა. სწორედ იქიდან დაიკარგა გიორგი შაქარაშვილის კვალი.

 

თავდაპირველად გამოძიება დაიწყო თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით, რომელსაც მოგვიანებით დაემატა ძალადობის მუხლიც.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner