logo_geo
eng_logo
გოგი თოფაძე: „რესპუბლიკელებს“ სურთ ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება საქართველოში!
- +

1 მარტი. 2016. 14:10


 

„კოალიციას შეცდომები აქვს დაშვებული ბევრ რამეში", - ამის შესახებ „რეპორტიორს" პარლამენტარმა გოგი თოფაძემ განუცხადა.


ფრაქცია „ქართული ოცნება - მრეწველების" თავმჯდომარის თქმით, მმართველი გუნდის მთავარი შეცდომაა კოალიციაში რესპუბლიკური პარტიის არსებობა.


თოფაძე ამბობს, რომ ეს პოლიტიკური პარტია მართავს პროცესებს და ყოველთვის ცდილობს, საკუთარი წინადადებები პრიორიტეტად აქციოს.


„ყველაზე დიდი შეცდომა და დანაშაული არის ის, რომ კოლიაციას მართავენ „რესპუბლიკელები". მათი პრეტენზიები და ამბიციები კოალიციამ ვერ დააწყნარა. არიან ამბიციურები, სურთ, თავისი გაიტანონ ყველაფერში. მათ სურთ ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება საქართველოში, რასაც ბუნებრივია, ვეწინააღმდეგებით. აქვე ვიტყვი - ჩვენს ფრაქციას არასოდეს უთქვამს, რომ ევროკავშირი არ გვინდა. ჩვენი გეზი დასავლეთისკენაა. პოლიტიკური კულტურა, დემოკრატია - მათგან ბევრი რამ უნდა ვისწავლოთ, მაგრამ ჩვენც უნდა დავაყენოთ ისეთი პირობები, რომელიც ჩვენთვისაა მისაღები. ევროპის ბევრმა ქვეყანამ უარი თქვა ერთსქესიანთა ქორწინებაზე, ჩვენ რატომ გვაძალებენ?!

 

ევროკავშირში ჩვენი გაწევრიანება თავად ევროკავშირსაც უნდა. სიტუაცია შეიცვალა - აბრეშუმის გზა გაიხსნა, ჩინეთიდან ევროპამდე სარკინიგზო მაგისტრალი საქართველოზე გავიდა - ეს ყოველივე მათაც აინტერესებთ. ჩვენ გვაქვს იმის შესაძლებლობა, დავიცვათ საქართველოსთვის მისაღები პოზიცია", - განაცხადა თოფაძემ.


 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner