logo_geo
eng_logo
მთავარმა პროკურატურამ ვანო მერაბიშვილის საკნიდან შესაძლო გაყვანის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
- +

21 ივნისი. 2016. 11:33


ვანო მერაბიშვილის საკნიდან შესაძლო გაყვანის ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.



ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილების საფუძველზე საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო გამოძიება ცალკეულ საჯარო მოხელეთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 333- მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით", - აცხადებენ პროკურატურაში.



ყოფილი პრემიერ-მინისტრის და შს მინისტრის ვანო მერაბიშვილის განცხადებით, ის საკნიდან მაშინდელი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის დავალებით გაიყვანეს და სხვადასხვა გახმაურებულ საქმეებზე ჩვენებების მიცემას აიძულებდნენ.



სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ვანო მერაბიშვილთან მიმართებაში დაირღვა კონვენციის მე-18 მუხლი (უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები) მე-5 მუხლის პარაგრაფ 1-თან ერთობლიობაში, იმ ფაქტის საფუძველზე, რომ მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა გამოყენებულ იქნა პროკურატურის მიერ როგორც შესაძლებლობა, მოეპოვა ბერკეტები ამ საქმესთან დაუკავშირებელი გამოძიებისთვის, კერძოდ, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე, ასევე საქართველოს ექს-პრეზიდენტის ფინანსური საქმიანობის გამოსაძიებლად.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner