logo_geo
eng_logo
ისრაელმა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შესვლის აკრძალვა 1 აგვისტომდე გაახანგრძლივა
- +

26 ივნისი. 2020. 12:24

 

 

ისრაელმა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შესვლის აკრძალვა 1 აგვისტომდე გაახანგრძლივა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „თაიმს ოფ ისრაელი“ ავრცელებს.

 

გავრცელებული ცნობით, აკრძალვა ისევ შეეხებათ ადამიანებს, რომლებიც ისრაელის მოქალაქეები არ არიან.

 

მოხსენებაში მოყვანილია შეტყობინება, რომელიც ისრაელის ავიაციის ხელმძღვანელობამ ავიაკომპანიებს გაუგზავნა. აკრძალვა თავდაპირველად მარტში, კორონავირუსული ინფექციის შეკავების მიზნით დაწესდა.

 

ეპიდემიის დაწყების შემდეგ, ისრაელში COVID-19 22 000-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა, 308 ადამიანი კი დაიღუპა.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner