logo_geo
eng_logo
იენს სტოლტენბერგი: რუსეთმა საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ უპატივცემულობა გამოიჩინა
- +

21 ივნისი. 2016. 11:50


NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა „Süddeutsche Zeitung"-თან ინტერვიუში მოსკოვს NATO-რუსეთის სადამფუძნებლო აქტის დარღვევაში დასდო ბრალი.



სტოლტენბერგის თქმით, ყველაფერი, რასაც NATO აღმოსავლეთ ფლანგზე აკეთებს, არის პასუხი რუსეთის ქმედებებზე.



არავინ საუბრობდა ალიანსის აღამოსავლეთით ასეთი სამხედრო წარმომადგენლობის გაგზავნაზე, ვიდრე რუსეთმა არ მოახდინა ყირიმის უკანონო ანექსია და სამხედრო ძალის გამოყენებით უკრაინიაში სიტუაციის დესტაბილიზაციას შეუწყო ხელი", - აცხადებს იენს სტოლტენბერგი.



სტოლტენბერგის განცხადებით, რუსეთთან გაფორმებული სადამფუძნებლო აქტი ითვალისწინებს ყველა სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას, ხოლო რუსეთმა საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ უპატივცემულობა გამოიჩინა. გენერალური მდივანი აღნიშნავს, რომ რუსეთმა ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაზარდა სამხედრო ხარჯები, რაზეც NATO-ს რეაგირება აუცილებლად უნდა მოეხდინა.



NATO-ს გენერალური მდივნის თქმით, NATO კვლავ ისწრაფვის რუსეთთან კოსნტრუქციული თანამშრომლობისკენ NATO-რუსეთის საბჭოს ჩარჩოებში. მისივე თქმით, ამ ფორმატში მორიგი შეხვედრის გამრთვის შესახებ შეთანხმება უკვე მიღწეულია.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner