logo_geo
eng_logo
ნოდარ ჯავახიშვილი: ვანო მერაბიშვილი სიცოცხლის ბოლომდე ციხეში უნდა იჯდეს!
- +

21 ივნისი. 2016. 12:53


რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ნოდარ ჯავახიშვილის განცხადებით, ვანო მერაბიშვილი სიცოცხლის ბოლომდე უნდა იჯდეს ციხეში.



კითხვაზე, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის გუშინდელი განცხადების შემდეგ პროკურატურის მიერ გამოძიების დაწყება ხომ არ მიუთითებს არაფორმალურ მმართველობაზე, ჯავახიშვილმა განაცხადა, რომ ეს არ მიუთითებს არაფორმალურ მმართველობაზე და „ყოველთვის შეიძლება რაღაცა რაღაცას დაემთხვეს".



როგორ გგონიათ, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი იმით უნდა იყოს დაკავებული, ვინმე ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყება თუ არა? როგორც მინისტრი, ისე არ გეტყვით, მაგრამ ვანო მერაბიშვილი სიცოცხლის ბოლომდე უნდა იჯდეს ციხეში. ვანო მერაბიშვილი ციხეში იჯდება თუ არა, ეს არც არაფორმალურ მმართველობაზე მიუთითებს და არც ადამიანის უფლებების დარღვევაზე. ვანო მერაბიშვილი გარეთ რომ იყო, მაშინ იყო ყველას უფლებები დარღვეული. მის გვერდით უნდა იჯდეს არაერთი მისი ძმა და მეგობარი", -განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner