logo_geo
eng_logo
სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს პროექტები „ერთიანი აგროპროექტის“ ქვეშ ერთიანდება
- +

21 ივნისი. 2016. 12:53


სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები ერთი ქუდის - „ერთიანი აგროპროექტის" ქვეშ ერთიანდება.



საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა „ერთიანი აგროპროექტის" პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ მთავრობამ გადაწყვიტა, სოფლის მეურნეობის დარგში მიმდინარე ყველა პროექტს ერთად მოუყაროს თავი „ერთიან აგროპროექტში", რათა მთავრობის მუშაობა გახდეს კიდევ უფრო ეფექტიანი და სახელმწიფო პროექტებით სარგებლობამ ხალხს უფრო მეტი სიკეთე მოუტანოს.



მიგვაჩნია, რომერთიანი აგროპროექტი", როგორც ერთი მასშტაბური პროექტი, მოემსახურება სასიკეთო ცვლილებებს, რომლებსაც სოფლის მეურნეობის დარგში ვგეგმავთ. ეს ხელს შეუწყობს მათ წარმატებით განხორციელებას. რა თქმა უნდა, სოფლებში კიდევ ბევრი პრობლემაა გადასაჭრელი, თუმცა ეტაპობრივად ჩვენ ყველაფერს მოვაგვარებთ. ჩვენ ნამდვილად გვაქვს საკმარისი რესურსი საამისოდ, რომ გავაძლიეროთ სოფელი, განვავითაროთ სოფლის მეურნეობა, ჩვენი პროდუქცია გავხადოთ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი და ჩვენ ამ მიზანს ნამდვილად მივაღწევთ. საქართველოში წარმოებული მაღალი ხარისხის პროდუქტი საკუთარ ადგილს დაიმკვიდრებს ევროპის და სხვა საერთაშორისო ბაზარზე და ქართული სოფელი გახდება ეკონომიკურად ძლიერი, ხოლო წელში გამართული", - განაცხადა კვირიკაშვილმა.



პრემიერმა გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ დანელიას და მის გუნდს. ამასთან, პრემიერმა აღნიშნა, რომ სოფლის მეურნება ისევე როგორც ტურიზმი, საქართველოში ყოველთვის იქნება სტრატეგიული მიმართულება.



არც ერთ სხვა დარგში არ არის ამხელა ეფექტი დასაქმების კუთხით. თითოეული ლარი დახარჯული სახელმწიფოს მხრიდან სასოფლო-სამეურნეო ინფრასტრუქტურაში არის თითოეული ქართული ოჯახის ბედნიერება და წელში გამართული ოჯახები", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner