„BBC"-ის ცნობით, ბრიუსელში მამაკაცი დააკავეს, რომელიც სავაჭრო ცენტრში აფეთქების მცდელობაშია ეჭვმიტანილი. სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილი სავაჭრო ცენტრის სიახლოვეს, სპეცოპერაციის ფარგლებში დააკავეს.
ადგილობრივი პრესის ცნობით, მამაკაცმა ბრიუსელის ცენტრში მდებარე სავაჭრო ცენტრ „CITY 2"-ში დაგეგმილი აფეთქების შესახებ სამართალდამცველებს თავად აცნობა.
ბელგიის პრემიერ-მინისტრმა შარლ მიშელმა მომხდართან დაკავშირების საგანგებო სხდომის ჩაატარა. სხდომის დასრულების შემდეგ მან განაცხადა, რომ ბრიუსელში ვითარება კონტროლზეა აყვანილი.