„ახლა გრჩებათ ერთი (ბოლო) შესაძლებლობა, მიიღოთ საკონსტიტუციო ცვლილებებში მონაწილეობა, ეგება რამე დოზით რეპუტაციას მაინც უშველოთ“, - ამ სიტყვებით მიმართავს ახალგაზრდული ცენტრის დამფუძნებელი ზურაბ ქადაგიძე ოპოზიციას.
მისი თქმით, ოპონირება ოპოზიციის ძლიერი მხარე არ არის:
„საცოდაობაა უყურო პოლიტიკური ძალის (ნაცები და ევრონაცები) ასეთ დეგრადირებასა და გაკოტრებულ მდგომარეობას, მაშინ როცა პრეტენზია აქვთ მთავარ ოპოზიციად იწოდებოდნენ. ცოტა მოემზადეთ მაინც და კომპეტენტურობის იმიტაცია შექმენით. შეეცადეთ, საგნობრივ დისკუსიაში შეხვიდეთ, რომ ცოტა სერიოზულები გამოჩნდეთ, თორემ ამ „ფრთიანი" გამონათქვამებისგან და უსაგნო ლოზუნგების ძახილისაგან „ბუმბული"არ დაგიტოვათ გახარიამ. არ არის თქვენი ძლიერი მხარე ოპონირება, განსაკუთრებით მაშინ როცა: 1) პანდემიის დროს ვირუსის მხარეს ხართ. 2) „ფეიკნიუსების“ გავრცელებისას „ფეიკმეიკერების“ მხარეს დგახართ. 3) საზოგადოებრივი ეჭვის დროს, რომ ადამიანს, რომელიც ათობით სისხლის სამართლის დანაშაულში ფიგურირებს თქვენ „პოლიტპატიმრად" გვასაღებთ. ადამიანურ თანაგრძნობას იმსახურებს პოლიტიკური ძალა, რომელსაც პარლამენტში ოპონენტი მორალურ დემონტაჟს უწყობს და გარეთ ფასილიტატორი ელჩი უხსნის, რა განსხვავებაა ე.წ. „პოლიტპატიმრების" შეწყალებასა (იწყალებენ დამნაშავეებს) და განთავისუფლებას (ათავისუფლებენ მართლებს) შორის, რომ კონკრეტული პატიმარი (რურუა) საერთოდ არ მოხსენიებულა 8 მარტის შეთანხმებაში. შინ და გარეთ გაკოტრდით. ახლა გრჩებით ერთი (ბოლო) შესაძლებლობა, მიიღოთ საკონსტიტუციო ცვლილებებში მონაწილეობა, ეგება რამე დოზით რეპუტაციას მაინც უშველოთ“, - აცხადებს ზურაბ ქადაგიძე.