logo_geo
eng_logo
გიორგი გახარია: ზუგდიდის, როგორც აგლომერაციის პოტენციალის მქონე ერთ-ერთი ქალაქის განვითარება, იქნება ძალზედ სერიოზული
- +

26 ივნისი. 2020. 21:04

 

 

რეალურად, რაც დღეს ზუგდიდში კეთდება გზების რეაბილიტაციის ნაწილში, არ გაკეთებულა 50 წელი; წყალმომარაგების ნაწილში ზუგდიდში წლის ბოლომდე ეს პრობლემები მოგვარდება და საერთოდ, ზუგდიდის, როგორც ქვეყანაში აგლომერაციის პოტენციალის მქონე ერთ-ერთი ქალაქის განვითარება, იქნება ძალზედ სერიოზული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში, წლიური ანგარიშის წარდგენისას, დეპუტატების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

 

მთავრობის მეთაურის განმარტებით, ამ კუთხით სერიოზული რესურსები მიიმართება.

 

ბოლო 2 წლის განმავლობაში ზუგდიდი ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება და საერთოდ აფხაზეთის ფაქტორის გათვალისწინებით და იმის გათვალისწინებით, რომ თბილისთან, ბათუმთან, ქუთაისთან ერთად ზუგდიდსაც აქვს პოტენციალი, გახდეს სერიოზული აგლომერაცია, სერიოზული ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner