logo_geo
eng_logo
ოთარ დანელია: ფერმერებს და გლეხებს საშუალება ექნებათ, „ერთი ფანჯრის პრინციპით“ მიიღონ ყველა პროდუქტი
- +

21 ივნისი. 2016. 13:26


„ერთიანი კონცეფციის მიხედვით და მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის შესაბამისად, ჩვენ ახალი ინიციატივით გამოვედით, რომ ყველა პროექტი ერთი ქოლგის ქვეშ გაგვეერთიანებინა", - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ პროექტ „ერთიანი აგროპროექტის" პრეზენტაციაზე განაცხადა.



დანელიას განცხადებით, ამით „ერთი ფანჯრის პრინციპით" მოსახლეობას, ფერმერებს და გლეხებს საშუალება ექნებათ, მიიღონ ყველა ის პროდუქტი, რომელიც აქვს სოფლის მეურნეობის სამინისტროს.



ამაში შედის უკვე განახლებული კომპონენტები, როგორც აგროდაზღვევის, ისე დაკრედიტების ნაწილში, ასევე საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობა, კიდევ უფრო მეტი ხელმისაწვდომობა შეღავათიან რესურსზე და გრძელვადიანი პერსპექტივით სესხების გაცემის შესაძლებლობები. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს არის ახალი ტენქოლოგიების დანერგვა, ოპტიმიზაცია იმ არსებული რესურების, რომელიც მობილიზებულია ამ საწარმოებში, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა და ევროსტანდარტების დანერგვა, რაც ასევე აუცილებელია ჩვენი ეკონომიკისთვის", - განაცხადა ოთარ დანელიამ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner