logo_geo
eng_logo
გია გაბრიჭიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი ევრო-განაყოფით შეურაცხყოფას აყენებს საქართველოს მოსახლეობას!
- +

26 ივნისი. 2020. 22:22

 

 

ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე საპარლამენტო ოპოზიციის დამოკიდებულებამ პრობლემური და სახელმწიფოებრივი საკითხებისადმი გააღიზიანა.

გაბრიჭის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ მისი დანაყოფებით სინამდვილეში არაფრისმომცემი პოლიტიკური შოუს დადგმით არის დაკავებული, რაც პირველ რიგში საზოგადოების შეურაცხყოფაა.

 

მოდით და ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ:

 

პირდაპირ ვამბობ' რომ ის რაც საქართველოს პარლამენტში ხდება - "უაზროდ მფრინავი კითხვები" და მათზე ის პასუხები' რაც ამ პილოტირება დაკარგულ ავტორებს ეკუთვნით' საკმაოდ ამაზრზენია.

 

ამაზრზენია იმიტომ რომნაციონალური მოძრაობათავისი ევრო-განაყოფით არიან საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები და თავიანთი ასეთი ქცევით შეურაცხყოფას აყენებენ არა მხოლოდ პარლამენტარიზმს' არამედ საქართველოს მოსახლეობას.

დიახ' სწორედაც რომ საქართველოს მოსახლეობას.

მე' თქვენ' თქვენს შვილებს და თავიანთ მხარდამჭერებსაც კი.

გასაგებია რომ გარკვეულწილად გაგვეცინა პრემიერის სხარტ პასუხებზე' მაგრამ რატომ არ ვბრაზდებით იმაზე' რომ საქართველოს პარლამენტში ისმის შეკითხვები' რომლებსაც სერიოზულად ვერ უპასუხებ?

ეს ჩვენი ყველას დაცინვაა და იმათი კანონმდებლებად ყოფნა ქვეყნის უბედურება.

ეს არ არის პოლიტიკა' არ არის პარლამენტი და სანამ ეგენი იქნებიან' არ გვექნება სახელმწიფო“- წერს გაბრიჭიძე.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner