logo_geo
eng_logo
გიორგი გახარია: კადრებს ვირჩევ ერთადერთი კრიტერიუმით- ეს არის მხოლოდ და მხოლოდ კომპეტენცია და პროფესიონალიზმი
- +

26 ივნისი. 2020. 23:13

 

 

 

„მე კადრებს, ვინ რაც არ უნდა დაუძახოს, ვისი კადრიც არ უნდა დაუძახოს და რანაირი ეპითეტებითაც არ უნდა შეამკოს, ვირჩევ ერთადერთი კრიტერიუმით, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ კომპეტენცია და პროფესიონალიზმი. არანაირი სხვა კრიტერიუმი ჩემთან და ჩემს პირობებში არ მუშაობს და შეგიძლიათ იკითხოთ, ყველამ კარგად იცის ეს,“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში დეპუტატების დასმული კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ლონდა თოლორაიას შეეხებოდა.

 

 მთავრობის მეთაურმა, ამავდროულად აღნიშნა, რომ ლონდა თოლორაია არა მისი, არამედ პარლამენტის კადრია და მისთვის ცნობილია, თუ რამხელა წვლილი მიუძღვის თოლორაიას არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის მიღებასა და გამართვაში.

 

 „უბრალოდ, ზედმიწევნით დეტალურად ვიცი, რამხელა წვლილი მიუძღვის ლონდა თოლორაიას არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის მიღებაში, გამართვასა და იმ პერიოდში, ჯერ კიდევ, ამ გამოწვევაში რამდენად იყო ჩართული. ჯერ ერთი, ეს. მეორე - ლონდა თოლორაია არ არის ჩემი კადრი, ის არის პარლამენტის კადრი,“- განაცხადა პრემიერმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner