„ფრონტერასთან“ დაკავშირებით საქართველომ მოიგო საარბიტრაჟო დავა. საარბიტრაჟო დავის მიხედვით, სახელმწიფოს რაც ეკუთვნოდა, ის მიიღო,“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში, დეპუტატის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც „ფრონტერას“ საქმეს შეეხებოდა.
მთავრობის მეთაურის თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით, იყო ერთი ღია საკითხი, რომელიც ტერიტორიის ერთ პროცენტს შეეხებოდა, რაზეც ეკონომიკის სამინისტრომ ინვესტორთან ლაპარაკის სურვილი გამოთქვა.
„იქ იყო დატოვებული ერთი საკითხი ამ ტერიტორიის ერთ პროცენტზე, რომელზეც მოპოვება მიმდინარეობს. ეს საკითხი იყო ღიად დატოვებული და ეკონომიკის სამინისტრომ გამოთქვა სურვილი ინვესტორთან, რომელიც, თუ არ ვცდები, ბოლო 30 წლის განმავლობაში ამ ქვეყანაში მუშაობდა, მასთან დამჯდარიყო და ელაპარაკა მათ შორის იმ თანამშრომლების ინტერესებზე, რომლებიც დღეს საპროტესტო აქციებს აწყობენ და რა არის ამაში ცუდი უბრალოდ ვერ ვხვდები. სახელმწიფომ ამ კვლევის ზონის 99% უკვე დაიბრუნა და თავის ბალანსზე აქვს,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.