logo_geo
eng_logo
აშშ-ის ჯანდაცვის მდივანი: წლის ბოლომდე უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინის მიწოდება შეიძლება დაიწყოს
- +

27 ივნისი. 2020. 01:49

 

 

აშშ-ის ჯანდაცვის მდივანმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ აშშ არასდროს ყოფილა უფრო მზად კორონავირუსთან საბრძოლველად.

 

აშშ-ის ჯანდაცვის მდივნის თქმით, ქვეყანას მკურნალობის პერსპექტიული მეთოდები აქვს, რომელიც ათობით ათას ამერიკელ პაციენტს სარგებელს მოუტანს და მათ უკვე გადაარჩინეს ათასობით ადამიანის სიცოცხლე.

 

ალექს აზარმა ასევე აღნიშნა, რომ „რემდესივირითა“ და „დექსამეტაზონით“ მკურნალობა უკვე დაწყებულია და „რემდესივირის“ 120 000 დოზა უკვე განაწილებულია.

 

რაც შეეხება კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინას, 140-ზე მეტი კლინიკური გამოცდა მიმდინარეობს აშშ-ში. აქედან სამ შემთხვევაში გამოცდები უკვე ადამიანებზე ტარდება და არსებობს იმის პოტენციალი, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე ვაქცინის უსაფრთხო და ეფექტური დოზების მიწოდება დაიწყება“, - განაცხადა აშშ-ის ჯანდაცვის მდივანმა.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner