„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირი საქართველოს განიხილავს, როგორც უსაფრთხო ქვეყნას და ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ეს ასეც იქნება. შემდგომ ტალღაში, რომელიც საზღვრების გახსნასთან არის დაკავშირებული, იმედი გვაქვს საქართველოც მოხვდება“, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით არ არის საუბარი იმაზე, რომ ფრენები საერთოდ უქმდება. „საიდან გაჩნდა ეს დეფინიცია. ჩვენ ძალიან პასუხისმგებლობით ვეკიდებით ჩვენი მოქალაქეების მდგომარეობას. ძალიან ბევრმა ჩვენმა მოქალაქემ წინასწარ დაიწყო ბილეთების შეძენა. იმისთვის, რომ ამ ადამიანებს პრობლემა არ შეჰქმნოდათ მათ უნდა ჰქონოდათ ხელისუფლებისგან ძალიან მკაფიო მინიშნება თუ რა მდგომარეობაა. მათ უნდა სცოდნოდათ, რომ რეგულარული ფრენები აღდგება მას შემდეგ რაც იქნება ევროკავშირის გადაწყვეტილება მიღებული იმასთან დაკავშირებით, რომ საზღვრები იხსნება“, - აღნიშნა ზალკალიანმა.