logo_geo
eng_logo
გოგირდის აბანოები 3 დღით დაიხურა
- +

21 ივნისი. 2016. 13:53


შპს „ნარიყალას" დირექტორი ნოდარ ტოტოღაშვილი აცხადებს, რომ ეს არის გამაფრთხილებელი ხასიათის საპროტესტო აქცია.



ეს არის იძულება. ჩვენ იძულებულები გაგვხადეს, მიგვემართა პროტესტის ამ უკიდურესი ფორმისთვის, რადგან იმ ტარიფით, რომელსაც დღეის მდგომარეობით GWP გვარიცხავს, თითოეულ აბანოს ყოველდღიურად, ვალი ემატება, რაც საბოლოოდ, მათ გაკოტრებას გამოიწვევს. მთელ საქართველოსა და მსოფლიოს გავაგებინებთ, როგორ დატოვეს თბილისი ისტორიული აბანოების გარეშე. ეს არის ბოლო გამაფრთხილებელი აქცია. ამჯერად, აბანოთუბნის ყველა აბანო 3 დღით დაიკეტება, მაგრამ თუ GWP და საქართველოს ბანკი" არ შეწყვეტს ამ ვანდალურ ქმედებას, პირველი ივლისიდან თბილისი გოგირდის აბანოების გარეშე დარჩება. ისინი შეძლებენ იმას, რაც აღა-მაჰმად-ხანმა ვერ შეძლო", - განაცხადა ტოტოღაშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner