logo_geo
eng_logo
უელსმა რუსეთი გაანადგურა და ჯგუფი მოიგო
- +

21 ივნისი. 2016. 14:18


ევრო 2016-ის B ჯგუფში უკანასკნელი ტურის მატჩები გაიმართა. უელსის ნაკრები რუსეთს დაუპირისპირდა. ბრიტანელებს მატჩამდე აქტივში 3 ქულა ჰქონდათ და მომდევნო ეტაპზე გასასვლელად ქულების დაგროვება ესაჭიროებოდათ.

გუშინდელი სათამაშო დღე უელსელთათვის იღბლიანი გამოდგა. მათ რუსეთის ნაკრები 3:0 გაანადგურეს, პარალელურ შეხვედრაში კი ინგლისი და სლოვაკეთი ნულოვან ფრეზე გაიყარნენ.

აკინფეევის კარი აარონ რემზიმ (11'), ნეილ ტაილორმა (20') და გარეტ ბეილმა (67') აიღეს. შედეგად, უელსს აქტივში 6 ქულა დაუგროვდა და B ჯგუფის პირველ პოზიციაზე აღზევდა. „რეალის" ფორვარდის აქტივში მიმდინარე ტურნირზე 3 გატანილი გოლია და ამ მაჩვენებლით იგი ბომბარდირთა დავაში ლიდერობს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner