logo_geo
eng_logo
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 დაკავებულიდან ნაწილს ბრალი წარედგინა
- +

27 ივნისი. 2020. 19:05

 

 

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 დაკავებულს ბრალს დღის ბოლომდე წარუდგენენ. მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე სასამართლო სავარაუდოდ ხვალ იმსჯელებს. გენერალური პროკურატურა პროცესის ჩანიშვნის შუამდგომლობით სასამართლოს დღეს მიმართავს.

 

ადვოკატების ინფორმაციით არც ერთ დაკავებული ბრალს არ აღიარებს. დღეს ცნობილი გახდა, რომ ამავე საქმის ორ ფიგურანტს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა მათგან ერთ-ერთი ბრალდებულია.

 

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 ახალგაზრდა დააკავეს. მათ შორის არიან მცხეთის აგარაკზე მომხდარი კონფლიქტის უშუალო მონაწილეები და ის მორაგბეები, რომლებიც ავტომობილით მოგვიანებით ჩავიდნენ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner