logo_geo
eng_logo
დათო ოქიტაშვილი: არსებობს ოჯახი, რომელიც საკუთარი შვილის დანაშაულს არასოდეს დაფარავს!
- +

27 ივნისი. 2020. 20:43

კულტურის პალატის პრეზიდენტი დათო ოქიტაშვილი ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ მომზადებულ, ცილიმწამებლურ სიუჟეტს ეხმიანება. სიუჟეტში აღნიშნული იყო, რომ ფეხბურთელის მკვლელობის გამოძიება ჭიანურდება, რადგან აღნიშნულ საქმესთან ბერა ივანიშვილს აქვს კავშირები. თუმცა ბრალდება არაარგუმენტირებული და ფაქტებს მოკლებულია.

 

 

ეს მათვის ვისთვისაც დღემდე ნათელი არ არის⁉️ ცილისწამებას არ აქვს საზღვარი , განსაკუთრებით იმ ადამიანებისგან, რომელთა მთავარი საქმიანობა მკვლელების ხელშეწყობა იყო, თუმცა ახლა ეს თავისი შავი საქმე სხვას გადააბრალეს და ბერა ივანიშვილს მკვლელების მფარველობაში ადამაშაულებენ.

 

არსებობს უდანაშაულობის პრეზუმცია, რომლის დარღვევა კანონით ისჯება, არსებობს ბრალდება, რომლის თანამონაწილე ნამდვილად არ ხარ, მაგრამ ცილისწამებამ შეიძლება მორალურად დაგაზიანოს და არსებობს ოჯახი, რომელიც საკუთარ შვილის დანაშაულს არასოდეს დაფარავს! ეს ოჯახი ბიძინა ივანიშვილის ოჯახია, რომელთა ოჯახური სითბო თითქოს ვერ მოინელეს და ახლა იქ დაიწყეს თავიანთი ბინძური ხელების ფათური, არა ბატონებო, არ გამოგივათ, ბინძური თამაშებით მხოლოდ საკუთარ თავს გამოამჟღავნებთ (იმისთვის, ვისთვისაც სიცხადე აკლია) ყველა ტრაგედიას ნუ ფუთავთ, ნუ იყენებთ საკუთარი სიბინძურის დასამალად, სირცხვილია. მდაბალ საქციელთა ჩამდენთაგანაც კი, უკან მოგიბრუნდებათ და ვეღარ გაექცევით. არ არსებობს ტყუილი, რომელიც არ გამჟღავნდება, არ არსებობს ცილისწამება, რომელიც სიმართლის გზას არ იპოვის. შეიძლება ატკინოთ ვინმეს, მაგრამ ალბათ უგრძნობელობის გზაზე, სინდის შემოძარცვულებს მოგინდებათ საკუთარი თავის შეცნობა და ვეღარ მიაგნებთ, რადგან რომელიღაცა ცოდვაში ჩაიკარგება თქვენი ადამიანობა“- წერს ოქიტაშვილი.

right_banner right_banner
არქივი
right_banner