logo_geo
eng_logo
ანრი ოხანაშვილი: როგორ მარტივად აეხდება ხოლმე ფარდა ამ დანაშაულებრივი ორგანიზაციის "პრო"დასავლურობას
- +

27 ივნისი. 2020. 21:16

 

 

ნაციონალური მოძრაობა აღშფოთებულია, როგორ გაბედა გერმანიის ელჩმა ბატონმა ჰუბერტ ქნირშმა და როგორ თქვა სიმართლე, რომ 8 მარტის შეთანხმება მხოლოდ საკონსტიტუციო ცვლილებებს და არა ვინმე რურუას ეხებოდა.“- ამის შესახებ ანრი ოხანაშვილი განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ „ნაციონალური მოძრაობს“ იმდენად ვერ იტანს განსხვავებულ და რაც მთავარია, მართალ აზრს, რომ ევროკავშირის წამყვან სახელმწიფოზე - გერმანიაზე და მის ელჩზე საქართველოში მიიტანეს იერიში.

 

როგორ მარტივად აეხდება ხოლმე ფარდა ამ დანაშაულებრივი ორგანიზაციის "პრო"დასავლურობას.

 

გუშინ დღიდან მოყოლებული ცდილობენ, გერმანიის დისკრედიტაცია მოახდინონ, რომელსაც უდიდესი პოლიტიკურ-სამართლებრივი წვლილი აქვს შეტანილი ჩვენი სახელმწიფოებრიობის ისტორიაში.

 

გერმანიის როლი განსაკუთრებულია ჩვენი ქვეყნის დემოკრატიისა და სამართლებრივი სახელმწიფოს განმტკიცებაში,

 

გერმანია მხარდაჭერას ახორციელებს განათლების სფეროში ჩვენი ახალგაზრდებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის, დიდია მხარდაჭერა ეკონომიკისა და თავდაცვის მიმართულებით, პანდემიის დროსაც კი არ შეუწყვეტია გერმანიას და მის ელჩს საქართველოში სპეციალური ტექნიკით მომარაგება, რომელიც ვირუსთან ბრძოლაში აქტიურად გამოიყენეს ჩვენმა ჯარისკაცებმა.

 

ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, როდესაც ჩვენი საზოგადოების მხარდაჭერით დამაჯერებლად გაიმარჯვებს ქართული ოცნება, რასაც გვჯერა, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები, აშშ და ევროკავშირი, დემოკრატიულ არჩევნებად შეაფასებენ, უკვე ველოდებით დანაშაულებრივი-ნაც.-ორგანიზაციის მიერ ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებზე იერიშის მიტანას და საკუთარი "პრო"დასავლური სახის ბოლომდე გაშიშვლებას.“- აღნიშნულია განცხადებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner