დავით ლილუაშვილი მედია საშუალებებს მიმართავს, რომლებიც ე.წ. ფეიკ ნიუსების გავრცელებით არიან დაკავებულები.
„კრიტიკული მედიასაშუალებები კი არა, დესტრუქციული ძალების ტელევიზიები ხართ!!!
კრიტიკული მედიასაშაულებები იმას არასოდეს არ იკადრებენ, რასაც თქვენ კადრულობთ!!!
კრიტიკული მედია არ ნიშნავს დეზინფორმაციის და ფეიკნიუსების მიზანმიმართულად გავრცელებას!!!
კრიტიკული მედია არ ნიშნავს სიძულვილის ენისა და შეურაცხმყოფელი ლექსიკის გამოყენებასა და იარლიყების მიწებებას!!!
თქვენ კი,დესტრუქციული ძალების რუპორები და პროპაგანდისტები ყველაფერს კადრულობთ!!!
ახლა იმაზე ღელავთ, რომ თქვენი მხილება დაიწყო!!!
ხოდა, ძალიანაც კარგი, რომ ღელავთ!!!“- წერს ლილუაშვილი.