„2016 წელს, გიგი წერეთლის კანდიდატურას ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის არჩევნებისას მხარი დაუჭირეს რუსეთი დელეგაციის წევრებმა სლუცკიმ და კოვალიოვმა. კოვალიოვი იყო ფსბ-ს დირექტორი. ფსბ-ს დირექტორმა დაუჭირა მხარი და კარგია ეს მხარდაჭერაო ამბობდა ეს ადამიანი“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
მისივე თქმით, რუსეთის დელეგაციის წევრების და მათ შორის, ორი ოდიოზური ფიგურის თბილისში ჩამოსვლის დროს ხელისუფლების ოპონენტებს ხმა არ ამოუღიათ.
„კოვალიოვი და სლუცკი 2016 წელს მხარს უჭერდნენ გიგი წერეთლის კანდიდატურას და ეს ადამიანი ამბობდა, რომ ნებისმიერ მათი მხარდაჭერა არის კარგი გზავნილიო. ეს არის ფაქტები და ამის საწინააღმდეგო თუ ვინმეს რამე აქვს, გვითხრან. და გვითხრან, პირველ რიგში, რატომ დაუჭირეს მხარი 2008 წელს მოღალატეობრივ რეზოლუციას და რატომ არ გააპროტესტეს მაშინ გაცილებით ოდიოზური ფიგურები ჩამოსვლა და რატომ არ იყო მაშინ პრობლემა მათი მხარდაჭერა“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.