logo_geo
eng_logo
„თავისუფალი დემოკრატების“ აბაშის ორგანიზაციის თავმჯდომარემ და წევრების ნაწილმა პარტიის რიგები დატოვეს
- +

21 ივნისი. 2016. 14:23


„თავისუფალი დემოკრატების" აბაშის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ და წევრების ნაწილმა პარტიის რიგები დატოვეს. როგორც „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ოფისში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე პარტიის აბაშის რაიონული ორგანიზაციის  უკვე ყოფილმა თავმჯდომარემ თამაზ შოთაძემ განაცხადა, გადაწყვეტილების მიზეზი გახდა ის, რომ მათთვის ალასანიას პარტიის ხედვები და მიმართულებები მიუღებელია. შოთაძის განცხადებით, „თავისუფალი დემოკრატების" აბაშის რაიონული ორგანიზაცია დაიშალა. მისივე თქმით, ყველა მათგანი, ვინც პარტია დატოვა, „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს" შეუერთდა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner