საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი Facebook-ზე ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეთერში გასულ სიუჟეტს გამოეხმაურა, რომელშიც ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმესთან ბერა ივანიშვილის მეგობრის კავშირზეა საუბარი.
„ნაც-კლასტერის და მათი რუპორების უსინდისობას საზღვარი არ აქვს!!! ადამიანის სიცოცხლითა და ჯანმრთელობით მანიპულირება მათი ცხოვრების წესია. დღევანდელი ამბავი არაა ეს. მათი შექმნის დღიდან სიბოროტეს და ცილისწამებას აფრქვევენ კრიმინალი პოლიტიკოსები და მათი მავნებლები მავნებელი „სამეტყველო აპარატები“.
ბერა ივანიშვილი დღეს მტერია მათი, „მტრობა“ წესიერებით და გამორჩეული ადამიანობით დაიმსახურ, და კიდევ იმით, რომ ნაც ხროვის დამარცხებაში მამას და მთელ ქართველ ხალხს გვერდით ედგა 2012 წელს! ბერა საამაყო შვილია საამაყო მამის და აი ამას ვერ იტანენ ეშმაკისეული პოლიტიკანები და პოლიტიკურად „მეძავი“ ჟურნალისტები!
გრცხვენოდეთ და მშვიდად დაელოდეთ თქვენს პოლიტიკურ აღსასრული! არც ისე შორსაა 31 ოქტომბერი!!!“, - წერს დავით მათიკაშვილი სოციალურ ქსელში.