ახვლედიანის ადვოკატი აცხადებს, რომ მის დაცვის ქვეშ მყოფს სხეულზე მრავლობითი დაზიანება აღენიშნება, თუმცა ვერ ასახელებს ვინ მიაყენა, რადგან ღამე იყო.
„მეორე ეპიზოდში, პირველი მანქანა როდესაც გაჩერდა იმ დროს მიიღო დაზიანება. ვინ მიაყენა დაზიანება ვერ ასახელებს, რადგან ღამე იყო.
ისეთი ღამე იყო თვალთან თითს ვერ მიიტანდი თუ ტელეფონის ან მანქანის შუქით არ გაანათებდი და ამ დროს ვიღაცამ ჩაარტყა, არ ვიცი მუშტი თუ სხვა რაიმე საგანი, შეიძლება რკინა ჰქონდა ხელში. ცხვირი აქვს გატეხილი”, – განაცხადა მზია ქასრაშილმა.
შეგახსენებთ, 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ 17 პირს ბრალი წაუყენა. პროკურატურა აღკვეთის სახით სასამართლოსგან პატიმრობას ითხოვს.