logo_geo
eng_logo
„პოლიციაში არ მოხვდეთ და არ შემარცხვინოთ” - ნემსაძის ისტორია დავით ყიფიანზე
- +

28 ივნისი. 2020. 00:38

 

 

18 ივნისი დავით ყიფიანის დაბადების დღეა. ლეგენდარული ქართველი 69 წლის გახდებოდა. 1981 წლის თასების მფლობელთა თასის ტრიუმფატორს საქართველოს ეროვნული ნაკრების ექს-კაპიტანი გიორგი ნემსაძე იხსენებს.

 

CrystalSport-ის არქივიდან ნემსაძის კომენტარს გთავაზობთ. ''დანდის'' დიდების დარბაზის წევრი ყიფიანთან პირველ შეხვედრაზე საუბრობს, როცა 14 წლის ასაკში უკრაინაში გამართულ ტურნირში მიიღო მონაწილეობა.

 

გიორგი ნემსაძე: ''14 წლის ასაკში 16-წლამდე ნაკრებში მიმიწვიეს და მწვრთნელად დამხვდა დავით ყიფიანი. რომ მეტყოდა ორჯერ უნდა გაიქცეო, ოთხჯერ გავრბოდი. იგი ერუდირებული პიროვნება და ძალიან კარგი მეგობარი იყო. ჟრუანტელი მივლის, როცა მას ვიხსენებ.

 

ბატონი დავითი ძალიან კარგი და გემოვნებიანი მწვრთნელი იყო. სხვანაირი დავით ყიფიანი წარმოუდგენელია.

 

უკრაინაში ორი თამაში მოვიგეთ და ჯგუფიდან გავედით, მესამე მატჩია დარჩენილი, მესამე შეხვედრამდე საღამოს ვახშმის შემდეგ გვეუბნება: ''დაიფანტეთ და დილით საუზმეზე გელოდებითო.'' გასაგებია, დაიფანტეთ და საღამოს 11 საათზე უნდა დაგვეძინა. თურმე გვეუბნება, წადით გაისეირნეთო, ღამეც თავისუფალი გაქვთო. მთავარია პოლიციაში არ მოხვდეთ და არ შემარცხვინოთო.''

 

 

დავით ყიფიანი 1997 და 2000-2001 წლებში საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო. გიორგი ნემსაძემ დავით ყიფიანის მწვრთნელობისას საქართველოს ეროვნულ გუნდში 19 მატჩი ჩაატარა.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner