„რაც უფრო მეტად ავლაპარაკდით "ფეიკებზე" და მათ მხილებაზე, მით უფრო გაძლიერდა შემოტევა, რომელშიც უკვე კრიმინალური ოპოზიციის წარმომადგენელი პოლიტიკოსებიც ჩაერთნენ - რა თქმა უნდა ისევ ,,ფეიკებით”. ალბათ ყველა დამეთანხმება, რომ განსაკუთრებით ამაზრზენია ახალგაზრდა, სპორტსმენი ბიჭის უდიდესი ტრაგედიის გამოყენება ამ შემოტევისთვის...“- მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში ელენე ხოშტარიას პასუხობს, რომელსაც მისი განცხადების დამახინჯებაში ადანაშაულებს.
„გუშინ მათი ერთ-ერთი მედიასაშუალების წარმომადგენელი ჩამეკითხა, სახელმწიფომ რატომ ვერ მოაგვარა ამდენი ხანი პრობლემა, რომ ქუჩაში გარჩევები და ჩხუბები აღარ იყოსო - ზუსტად ვერ ვციტირებ, მაგრამ კითხვა დაახლოებით ასე დაისვა. ვუპასუხე, რომ ეს პრობლემა მარტო ჩვენს ქვეყანას არ აწუხებს, ვერ დამისახელებთ ქვეყანას, სადაც ასეთი პრობლემები არ არსებობს-მეთქი.
დანაშაული ქუჩაში, ახალგაზრდებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მართლაც ამოუწურავი პრობლემაა და არა მარტო ჩვენს ქვეყანაში - ამ კუთხით გავეცი პასუხი კონკრეტულ კითხვას, სიტყვა მკვლელობა კი საერთოდ არ მიხსენებია.
ამის მიუხედავად, წამოვიდა ახალი საინფორმაციო შტურმი იმ კრიმინალური პოლიტიკური ძალის წარმომადგენლებისგან, რომელსაც არა თუ ის აწუხებდა, როგორ შემცირებულიყო ძალადობა ქვეყანაში, არამედ თავად ძალადობდა ხალხზე და ახალგაზრდებს ქუჩაში კლავდა.
ჯერ არ ვიცი შეცდომა იყო თუ არა აქამდე უამრავი სპეკულაციის და ტყუილის გატარება, მაგრამ ამ ყველაფერმა უკვე ისეთი ხასიათი მიიღო, რომ მისი იგნორირება არა მხოლოდ ჩვენ, არამედ ხალხს და ქვეყანასაც დააზიანებს.
ოკუპანტის მხარდაჭერის ამაზე გაუგონარი "გაპრავება" მე პირადად ვერ წარმომიდგენია. დუმის ოდიოზური დეპუტატებისგან ელოდებოდნენ დეოკუპაციის მხარდაჭერას?!
მართლა ძალიან ცუდი წარმოდგენა აქვთ ჩვენს საზოგადოებაზე როგორც ჩანს...“- წერს მდინარაძე.