logo_geo
eng_logo
საჭირო ქულები ინგლისსა და სლოვაკეთს
- +

21 ივნისი. 2016. 14:24


ევრო 2016-ის B ჯგუფში უკანასკნელი ტურის მატჩები ჩატარდა. უელსის ნაკრებმა რუსეთი 3:0 გაანადგურა, პარალელურ შეხვედრაში კი სლოვაკეთი ინგლისს დაუპირისპირდა.

ეს უკანასკნელი საკმაოდ დაძაბული შერკინება გამოდგა, თუმცა ორივე გუნდს ეტყობოდა, რომ ზედმეტს არ რისკავდა. უმეტესწილად ინგლისელები უტევდნენ, მაგრამ სლოვაკეთი მთელი გუნდით ეფექტურად იცავდა საკუთარი კარის ხაზს. აღსანიშნავია, რომ ფრე ორივე გუნდს ხელს აძლევდა მორიგ ეტაპზე სათამაშოდ და ასეც მოხდა, საფინალო სასტვენის დროს ტაბლოზე ნულოვანი ფრე ფიქსირდებოდა.

შედეგად, B ჯგუფში პირველი ადგილი 6 ქულით უელსის ნაკრებმა დაიკავა, მეორეზე კი ინგლისი 5 ქულით გავიდა. მესამეადგილოსან სლოვაკეთის ნაკრებს აქტივში 4 ქულა დაუგროვდა, რუსეთი კი 1 ქულით ჯგუფის ფსკერზე დარჩა. ამგვარად, უელსისა და ინგლისის ნაკრებებთან ერთად, ტურნირის ფორმატის მიხედვით, რომელიც 6-დან 4 საუკეთესო მესამეადგილოსანის მორიგ ეტაპზე გასვლას ითვალისწინებს, სავარაუდოდ სლოვაკებიც მოხვდებიან შემდეგ ეტაპზე.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner