logo_geo
eng_logo
შსს: პატრულ-ინსპექტორი შეტყობინების ინიციატორის მეუღლემ დაჭრა, რის შემდეგაც კორპუსის მეშვიდე სართულის სადარბაზოდან გადახტა და გარდაიცვალა
- +

28 ივნისი. 2020. 19:24

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტრო თემქაზე მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

 

უწყების ცნობით, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი ოჯახურ კონფლიქტთან დაკავშირებით შესული შეტყობინების საფუძველზე გამოცხადდა თემქის დასახლებაში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში, რა დროსაც შეტყობინების ინიციატორის მეუღლე, 1985 წელს დაბადებული გ.კ. გახდა აგრესიული და ამავე კორპუსის მე-4 სართულზე, სადარბაზოში, ადგილზე მისულ პატრულ-ინსპექტორს დ.ბ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით, მარცხენა ზედა კიდურის არეში მიაყენა ჭრილობა, რის შემდეგაც ამავე კორპუსის მეშვიდე სართულის სადარბაზოდან გადმოხტა.

 

„აღნიშნული პიროვნება სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა. რაც შეეხება დაჭრილ პატრულ-ინსპექტორს, დ.ბ. -ს ის მოთავსებულია სამედიცინო დაწესებულებაში, მისი სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“,- აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner