logo_geo
eng_logo
სოსო ცისკარიშვილი: ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხი შემოდგომაზე გადაწყდება
- +

21 ივნისი. 2016. 14:51


პოლიტოლოგმა სოსო ცისკარიშვილმა „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე ვიზა-ლიბერალიზაციის საქართველოსთვის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით ისაუბრა. ცისკარიშვილის განცხადებით, საქართველო შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის  უფლებას შემოდგომაზე მიიღებს. ცისკარიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ აღნიშნული თემით წინასაარჩევნოდ სპეკულირება არ უნდა მოხდეს.

 

„ივლისში ევროკავშირის სტრუქტურებში მთავრდება მუშაობა, გრძელდება შემოდგომას. დიდი ალბათობით,  შემოდგომაზე  გადაწყდება ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხი. ამ თემაზე საუბარი  უნდა შეწყდეს წინასაარჩევნო პერიოდში, რათა არ იყოს ზედმეტი სპეკულირება და ერთმანეთისკენ ხელის გაშვერა - თუ  რატომ არ გავემგზავრეთ ამ ზაფხულს დასასვენებლად ევროკავშირის ქვეყნებში. დაველოდოთ შემდგომ ეტაპზე ამ საკითხის განხილვას", - განაცხადა ცისკარიშვილმა. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner