ავტორი ანა ნონიკაშვილი
პოლიტოლოგმა სოსო ცისკარიშვილმა „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე ვიზა-ლიბერალიზაციის საქართველოსთვის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით ისაუბრა. ცისკარიშვილის განცხადებით, საქართველო შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის უფლებას შემოდგომაზე მიიღებს. ცისკარიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ აღნიშნული თემით წინასაარჩევნოდ სპეკულირება არ უნდა მოხდეს.
„ივლისში ევროკავშირის სტრუქტურებში მთავრდება მუშაობა, გრძელდება შემოდგომას. დიდი ალბათობით, შემოდგომაზე გადაწყდება ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხი. ამ თემაზე საუბარი უნდა შეწყდეს წინასაარჩევნო პერიოდში, რათა არ იყოს ზედმეტი სპეკულირება და ერთმანეთისკენ ხელის გაშვერა - თუ რატომ არ გავემგზავრეთ ამ ზაფხულს დასასვენებლად ევროკავშირის ქვეყნებში. დაველოდოთ შემდგომ ეტაპზე ამ საკითხის განხილვას", - განაცხადა ცისკარიშვილმა.