logo_geo
eng_logo
აკაკი ასათიანი: პარტიების ლიდერები მაჟორიტარ კანდიდატებად წარვდგებით!
- +

21 ივნისი. 2016. 15:05


„დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - პატრიოტთა ალიანსი - გაერთიანებული ოპოზიციის" წევრმა აკაკი ასათიანმა „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ისაუბრა. ასათიანის განცხადებით, გაერთიანებული ოპოზიციური ბლოკი ივლისის შუა რიცხვებში 73-ვე ოლქში დაასახელებს მაჟორიტარების კანდიდატებს. 


„მაჟორიტარი კანდიდატების დასახელება ივლისის შუა რიცხვებში მოხდება. პარტიების ლიდერები ვფიქრობთ, წავიდეთ მაჟორიტარებად. გაერთიანებული ოპოზიციური ბლოკიდან  73-ვე ოლქში იქნებიან წარდგენილი კანდიდატები. ვაპირებთ სერიოზულ ბრძოლას. მე-3 ადგილი არ არის ჩვენი ამოცანა, სულ ცოტა, პარლამენტში  მე-2 ადგილს მაინც დავიკავებთ", - განაცხადა ასათიანმა. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner