ავტორი ანა ნონიკაშვილი
„დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - პატრიოტთა ალიანსი - გაერთიანებული ოპოზიციის" წევრმა აკაკი ასათიანმა „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ისაუბრა. ასათიანის განცხადებით, გაერთიანებული ოპოზიციური ბლოკი ივლისის შუა რიცხვებში 73-ვე ოლქში დაასახელებს მაჟორიტარების კანდიდატებს.
„მაჟორიტარი კანდიდატების დასახელება ივლისის შუა რიცხვებში მოხდება. პარტიების ლიდერები ვფიქრობთ, წავიდეთ მაჟორიტარებად. გაერთიანებული ოპოზიციური ბლოკიდან 73-ვე ოლქში იქნებიან წარდგენილი კანდიდატები. ვაპირებთ სერიოზულ ბრძოლას. მე-3 ადგილი არ არის ჩვენი ამოცანა, სულ ცოტა, პარლამენტში მე-2 ადგილს მაინც დავიკავებთ", - განაცხადა ასათიანმა.