logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: გიორგი კახიანზე გავრცელებული „ფეიკ-ნიუსი“ იყო მაგალითი, როგორი სიბინძურე არ უნდა მოდიოდეს მედიასაშუალებიდან
- +

29 ივნისი. 2020. 15:33

 

 

მამუკა მდინარაძემ „ფეიკ-ნიუსების“ მაგალითებზე „იმედის“ ეთერში ისაუბრა. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თქმით, გიორგი კახიანზე გავრცელებული „ფეიკ-ნიუსი“ იყო მაგალითი, როგორი სიბინძურე არ უნდა მოდიოდეს მედიასაშუალებიდან.

 

„საოცრებები ილაპარაკეს დავით მათიკაშვილსა და მერაბ ქვარაიაზე. გიორგი კახიანზე ასევე - რაც იყო იმის მაგალითი, როგორი სიბინძურე არ უნდა მოდიოდეს მედიასაშუალებიდან. კითხვა გააჩინეს - საიდან აქვს გიორგი კახიანს ეს სახლები. საუბარი იყო სახლზე, რომელიც მისმა ოჯახმა შეიძინა, როდესაც ის 7 წლის იყო. მეორე სახლი - სადაც იმედა კახიანი იზრდებოდა სამტრედიაში, რომელიც ხელახლა რესტავრირდა 40 წლის წინ.

 

მესამე სახლი იყო ვახტანგ ფალიაშვილის, რომელიც მან თავის შვილიშვილებს დაუტოვა. ვახტანგ ფალიაშვილი კონსერვატორიის რექტორი, გიორგი კახიანის ცოლის ბაბუა. დღეს მის სახლზე, კორპუსთან გამოკრულია მემორიალური დაფა. ამ სახლზე მიიტანეს ეჭვი, საიდან შეიძინა გიორგი კახიანმაო - ამ მარაზმამდე მიდიან და ამაზე თვალსაჩინო მაგალითი რა შეიძლება იყოს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner