logo_geo
eng_logo
"მთავარმა არხმა" მორიგი სიცრუე გაავრცელა!
- +

29 ივნისი. 2020. 19:33

 

 

შსს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი „მთავარ არხზე“ გასულ დეზინფორმაციას პასუხობს.
 
 
  

„გვსურს, გამოვეხმაუროთ ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში დღეს გასულ სიუჟეტს, რომელიც დაფუძნებული იყო ტყუილზე და მიზნად ისახავდა საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

 

 

საზოგადეობის ინფორმირების მიზნით, გვსურს განვმარტოთ, რომ სიუჟეტში მოყვანილი ინფორმაცია, თითქოსდა, 2 ივნისს, ბათუმში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებების შედეგად დაკავებულმა თურქეთის 9 მოქალაქემ საქართველოს სახელმწიფო საზღვარი სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელების დახმარებით გადმოკვეთა და, ამის გამო, სასაზღვრო პოლიციის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსის მოადგილე თანამდებობიდან გათავისუფლდა, არის ტყუილი.

 

 

მნიშვნელოვანია, რომ კონკრეტულ თანამდებობის პირზე, სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილეზე თეიმურაზ კუპატაძეზე "მთავარმა არხმა" სრულიად აბსურდული და უსაფუძვლო ინფორმაცია ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე გაავრცელა, ეს არის ფეიკ ნიუსის კლასიკური მაგალითი.

 

 

ტელეკომპანია "მთავარი არხის" ზემოხსენებული, ყალბი სიუჟეტი ემსახურება სასაზღვრო პოლიციის, ქვეყნის უსაფრთხოების ერთ-ერთი მთავარი რგოლის, მიზანმიმართულ დისკრედიტაციას.“ - წერია განცხადებაში, რომელსაც შსს სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტი ავრცელებს.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner