დიდი ბრიტანეთის ელჩმა მისალოცი ტექსტი მიკრობლოგ „ტვიტერზე“ ინგლისურად და ქართულად დაწერა.
„დღეს ისტორიული დღეა. კონსტიტუციური ცვლილებები დემოკრატიის გაძლიერებისკენ გადადგმული ნაბიჯია. საქართველოს პარლამენტი უფრო წარმომადგენლობითი და პლურალისტული იქნება და მეტ ადამიანს ექნება საშუალება, საქართველოს მომავლის შენებაში შეიტანოს წვლილი. ვულოცავ საქართველოს ხალხს, მათი ნება ურყევია“, – წერს საქართველოში ბრიტანეთის ელჩი ჯასტინ მაკენზი სმიტი.