logo_geo
eng_logo
მირიან ნიკოლაძე: თუ ხიდის ქვეშ დატოვებულ ჩანთაზე აღმოჩნდება რომელიმე პირის „დნმ“ მას ვეღარაფერი გადაარჩენს
- +

30 ივნისი. 2020. 00:03

 

 

დაზიანებები ჰქონდა მთელ სხეულზე, მაგრამ არ იყო მოტეხილობებეის სახით – გიორგი  შაქარაშვილის ბიძა, მირიან ნიკოლაძე აცხადებს, რომ ვრცელდება ცრუ ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს გარდაცვლილს თავის ქალა ჰქონდა ჩატეხილი.

 

ბიძა, რომელიც ამავდროულად ოჯახის ადვოკატიც არის, განმარტავს, რომ ის ამ საქმიდან უფრო მძიმე შედეგებს ელოდება.

 

ველოდები არამხოლოდ სასამართლო-სამედიცინო ექპერტიზას, არამედ გენეტიკურსაც. თქვენ წარმოიდგინეთ, თუ ხიდის ქვეშ დატოვებულ ჩანთაზე აღმოჩნდება ინციდენტში მონაწილე რომელიმე პირის „დნმ“ და ამავდროულად, გაირკვევა, რომ გიორგის დაზიანებები სიცოცხლეში ჰქონდა მიყენებული, მას ვეღარაფერი გადაარჩენს“ – აცხადებს მირიან ნიკოლაძე და განზრახ მკვლელობის კვალიფიკაციაზე მიანიშნებს.

 

მან გიორგი შაქარაშვილის დაზიანებების შესახებ ტვ პირველის ეთერში ისაუბრა.

 

https://ptn.ge/giorgi-shaqarashvilis-bidza-ganmartavs-ra-dazianebebi-hqonda-skheulze-gardatsvlil-phekhburthels/?fbclid=IwAR2jUSCJOmMk_fOEEEBP5pdrZ5AS_CBLfqO2xO1nIGX88aTo_p7crC-DEds

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner