მედია კავშირი „ობიექტივის“ მთავარი რედაქტორი ბონდო მძინარაშვილი მიიჩნევს, რომ გიორგი რურუას საქმით „ნაციონალური მოძრაობა“ განგებ მანიპულირებს, რადგან თვლიან, რომ ამით საქართველოს ხელისუფლებას მსოფლიო პოლიტიკურ ასპარეზზე ჩრდილს მიაყენებენ.
„ნაცსექტანტებს ჰგონიათ, რომ რურუას გამო ამერიკის შეერთებული შტატები და მისი სენატი საქართველოსთან სტრატეგიულ ურთიერთობას გააფუჭებს!
ღმერთო, ალბათ მართლა ძალიან დავაშავეთ, თორემ ეს უტვინოები როგორ იყვნენ ხელისუფლებაში ან როგორ არიან ახლა პარლამენტში?!
იქნებ, ამ ოქტომბერში მაინც შეგვიწყალო?!“- წერს მძინარაშვილი.