„ქართული მარშის“ ლიდერი სანდრო ბრეგაზე ნანუკა ჟორჟოლიანის განცხადებას იმის შესახებ, რომ სანდრო გირგვლიანისა და გიორგი შაქარაშვილის მკვლელობები თითქმის იდენტურია, სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„გვარამიას ტელევიზია, გიგა ბოკერია, ჩერგოლეიშვილი კვლავ სანდრო გვირგვლიანის წინააღმდეგ!!! არავინ არაფერს ნანობს და ნუ ვიქნებით გულუბრყვილოები- ნიკა გვარამია და მისი ჟურნალისტები დღეს წერენ, რომ სანდრო გვირგვლიანი შემთხვევით გადავარდა ხევშიო - ანუ არც მერაბიშვილის ცოლია დამნაშავე, არც ახალაია, არც მასტერა, არც დონაძე და არც არავინ, უბრალოდ სანდროს ფეხი დაუცდა და ამიტომ დაიღუპაო!!!
რა უნდა ელაპარაკო ამ სულით-ხორცამდე ბინძურებს??? ამ ნაც-ჯალათებს??? ამ მკვლელებს ??? ანგელოზი ბიჭი სანდრო გვირგვლიანი მოკლეს და დღესაც არ ნანობენ, პირიქით - აქეთ გამოყავთ დამნაშავე - “ფეხი დაუცდაო” - ფეხი კი არ დაუცდა, არამედ შსს მინისტრის, მისი ცოლის, კუდ-ის უფროსის ბრძანებით პოლიციელებმა გაიტაცეს, აწამეს და მოკლეს, ხოლო გიგა ბოკერიამ, სააკაშვილმა და მათმა ბანდამ მკვლელები არათუ დასაჯა, არამედ დააწინაურა-აი ესაა სიმართლე, აი ესაა ჭეშმარიტება, ამიტომ უნდა მოიკვეთონ ნაცები საზოგადოებიდან !!!“- წერს ბრეგაძე.