ამირან სალუქვაძე ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მიმართულ არალოგიკურ შეტევებს სოციალურ ქსელში პასუხობს.
„არ დავწერდი, მაგრამ მეორე დღეა იმდენი "პოსტი" და კომენტარი შემხვდა...
თავისი სახსრებით აშენებს და ზოგმა ჩუმად რატომ ჩავიდაო? ერთმა ახლადგაპოლიტიკოსებულმა, ასე ჩუმ-ჩუმად ივლიო, თითქოს ამის ეშინია.
ზოგმა პომპეზურად რატომ ხსნისო, სტუმრები რატომ მიჰყავსო?
ჩუმად რასაც აშენებდა, ისიც ეყო, ზოგი დღემდე არ ვიცით, ზოგს სხვა ითვისებს.
ეს ყველაფერი იქეთ იყოს და რამდენიმე კითხვას დაგისვამთ:
შეკვეთილზე ქილიკმა ხომ მოგიტანათ დივიდენდები. ბევრი დღემდე წერს არ შეგვიშვებენო. ორი კვირა დარჩა.
სულ რომ მთელი ფეისბუკი ააწრიალოთ, ისტორია ხომ იცით რომ ამ კინკლაობებს ბეისბუკის არქივში დატოვებს, უნივერსიტეტს კი შერჩება ქველმოქმედის სახელი?!
არც მოკლევადიან პერსპექტივაშია მომგებიანი. ასეთი გაუთვლელი ნაბიჯების გამო, გაზაფხულის თოვლივით გადნებათ ხელში მომხრეები...
თქვენი საქმის თქვენ იცით. უბრალოდ, ხანდახან, როცა ლაპარაკი წამგებიანია, დუმილი სჯობს...“- წერს სალუქვაძე.