logo_geo
eng_logo
აკაკი ასათიანი: თუ ვინმე უნდა იჯდეს ციხეში, ეს მერაბიშვილია!
- +

21 ივნისი. 2016. 15:18


„დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - პატრიოტთა ალიანსი -გაერთიანებული ოპოზიციის" წევრმა აკაკი ასათიანმა „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე ვანო მერაბიშვილის საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადწყვეტილებაზე ისაუბრა. ასათიანის განცხადებით, მერაბიშვილი არ არის პოლიტპატიმარი და სასჯელი, რომელიც მას შეუფარდა სასამართლომ, სამართლიანია. ასათიანმა ასევე აღნიშნა, რომ მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობის პერიოდში მომხდარ გადაცდომაზე გამოძიება უნდა მოხდეს.



„ვანო მერაბიშვილი არ არის პოლიტპატიმარი. თუ ვინმე უნდა იჯდეს ციხეში, ეს მერაბიშვილია. უნდა აგოს პასუხი გირგვლიანის მკვლელობაზე, ფრაზაზე - „ორი გვამი მჭირდება", მსგავს სიტყვებს რომ იტყვის ქვეყნის ხელისუფალი, ცოტახანს თავისუფლების გარეშე უნდა დარჩეს. წინასწარი პატიმრობის პერიოდში გადაცდომაზე კი ხელისუფლება რეაგირება უნდა მოახდინოს",- განაცხადა ასათიანმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner