logo_geo
eng_logo
ლალი მოროშკინა: ვიზა-ლიბერალიზაცია ოქტომბრამდე გადაიწია
- +

21 ივნისი. 2016. 16:06


პარტია „თამაზ მეჭიაური - ერთიანი საქართველოსთვის" წევრმა ლალი მოროშკინამ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებით ისაუბრა. მოროშკინას განცხადებით, საქართველოსთვის ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხის გადადება უკავშირდება მეზობლ ქვეყნებთან ურთიერთობას, კონკრეტულად რუსეთს. მოროშკინამ აღნიშნა, რომ ოქტომბრამდე არ მოხდება ევროპის ტერიტორიაზე უვიზო მიმოსვლის უფლების მინიჭება.


„მსოფლიო ცდილობს, რუსეთთან არ ჰქონდეს დაძაბული ურთიერთობა. ამ ფონზე გვეწელება ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხი. მინიმუმ ოქტომბრამდე არის ეს პროცესი გადაწეული. სანამ არ დავალაგებთ რუსეთთან ურთიერთობას, ევროპა არ მიიღებს გადაწყვეტილებას ჩვენთან მიმართებაში. არაერთი განცხადება ყოფილა, რომ მეზობლებთან დავალაგოთ ურთიერთობა. ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი საუბარი ვიზა-ლიბერალიზაციაზეც და ძალიან ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე",- განაცხადა მოროშკინამ. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner