logo_geo
eng_logo
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, გაუპატიურებაში ბრალდებულს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- +

30 ივნისი. 2020. 15:20

 

 

ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ოჯახურ თანაცხოვრებაში მყოფი პირის გაუპატიურებაში ბრალდებული ვ.ვ. დამნაშავედ ცნო.

 

სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის 4 დეკემბერს, ქ. ბათუმში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ვ.ვ.-მ, ძალადობის გამოყენებით გააუპატიურა მასთან მცხოვრები ს.ვ.

 

სამართალდამცველებმა ვ.ვ. 2019 წლის 4 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 111-137-ე მუხლის I ნაწილით (გაუპატიურება, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ვ.ვ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner