logo_geo
eng_logo
მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული სიგარეტი და თამბაქოს ნაწარმი გამოავლინეს
- +

30 ივნისი. 2020. 16:19

 

 

საბაჟო-გამშვებ პუნქტში „სადახლო-საავტომობილო“ სიგარეტისა და თამბაქოს ნაწარმის  კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტი აღიკვეთა.

 

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, სომხეთის მოქალაქე ლ.გ-ის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის  დათვალიერების შედეგად, ჯამში, 1 400 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი და თამბაქოს ნაწარმი 10 000 ღერი აღმოაჩინეს.

 

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით,  ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner