საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია დღეს სტრასბურგში ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდება. მანანა კობახიძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა" მინისტრთან ცალკე შეხვედრას ითხოვდა. ვიცე-სპიკერისთვის უცნობია, რისი თქმა სურდათ „ნაციონალური მოძრაობის" წევრებს მინისტრისთვის.
„როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, მასთან ცალკე შეხვედრის ინიციატივა გამოუხატავს „ნაციონალურ მოძრაობას", რაზეც მინისტრმა განაცხადა, რომ თუ შეხვდებოდა, მხოლოდ მთლიან დელეგაციას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი და დიპლომატიური ჟესტია", - განაცხადა კობახიძემ.