logo_geo
eng_logo
რამაზ საყვარელიძე: გიორგი რურუა ბევრი ოჯახის ტრაგედიის ავტორია
- +

30 ივნისი. 2020. 17:06

 

 

 

„გიორგი რურუა ბევრი ოჯახის ტრაგედიის ავტორია, მაგრამ ამ პოლიტიკურ თამაშში არც თვითონაა მარტივი ბედის“, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა, რამაზ საყვარელიძემ  მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

როგორც მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე საყვარელიძემ აღნიშნა, რურუას ციხეში შესაძლოა, ოპოზიციის მხრიდან საფრთხე ელოდეს.

 

„რურუა ბევრი ოჯახის ტრაგედიის ავტორია, მაგრამ არც თვითონ არის მარტივი ბედის ამ პოლიტიკურ თამაშში. მას ოპოზიცია ცუდად იყენებს პოლიტიკურ თამაშში. შეიძლება, რომელიმე პოლიტიკურ ჯგუფს აზრი გაუჩნდეს, რომ თუ რურუა ციხეში გარდაიცვლება, ღმერთმა დაიფაროს, ეს ხელისუფლებას დაბრალდება. უკვე ციხეში პატიმრების განადგურების ნიშნით წამოვა თემები. ციხის თემებმა მოანჯღრიეს სააკაშვილის ხელისუფლება. ამ ციხის თემას შექმნიან, თუ რურუას რამე დაემართება. იმ კადრებთან გააკეთებენ ანალოგს. ციხე ისევ შეიძლება, გახდეს პოლიტიკური დაპირისპირებების საგანი. ამიტომ ვამბობ, რურუა ძალიან ცუდ დღეშია დღეს.

 

ხელისუფლებამ შეიძლება, ის ციხიდან გამოუშვას სწორედ ამ საფრთხის გამო. თუ მან ისე ვერ დაიცვა რურუა, რომ მის თავზე ბეწვი არ ჩამოვარდეს, შეიძლება, ხელისუფლებაზე წავიდეს დარტყმა. იმისთვის, რომ აუტკივარი თავი არ აიტკიოს, გამოუშვებს“, – განაცხადა საყვარელიძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner