logo_geo
eng_logo
დავით სერგეენკო: არჩევნების პერიოდი უნდა წარიმართოს გამჭვირვალედ და დემოკრატიულად
- +

21 ივნისი. 2016. 16:19


საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ პოლიტიკური ძალებისადმი პრემიერის საგანგებო მიმართვის კომენტირებისას განაცხადა, რომ გიორგი კვირიკაშვილმა კიდევ ერთხელ ნათლად და მკაფიოდ ჩამოაყალიბა როგორც პირადად მისი, ასევე მთლიანად მთავრობის პოზიცია.



ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ეს არის მისასალმებელი და კიდევ ერთი მკაფიო დადასტურება, რომ ქვეყანაში დემოკრატია ვითარდება.



პრემიერმა კიდევ ერთხელ ნათლად და მკაფიოდ ჩამოაყალიბა როგორც პირადად მისი, ასევე მთლიანად მთავრობის პოზიცია ამ საკითხზე, რომ როგორც წინასაარჩევნო პერიოდი, ისე საკუთრივ, არჩევნების პერიოდი უნდა წარიმართოს მაქსიმალურად გამჭვირვალედ, დემოკრატიულად, მშვიდობიანად და მოქალაქეებს მიეცეთ სრული საშუალება, რომ დააფიქსირონ თავისი აზრი. ეს არის მისასალმებელი და კიდევ ერთხელ მკაფიო დადასტურება, რომ ქვეყანაში დემოკრატია ვითარდება", - განაცხადა დავით სერგეენკომ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner