logo_geo
eng_logo
დიმიტრი ხუნდაძე: ჯანდაცვის კომიტეტმა დაუთმო დრო და ყველას მისცა საშუალება პროექტზე საკუთარი აზრი გამოეთქვა
- +

30 ივნისი. 2020. 20:22

 

 

 

კომიტეტს აქვს თავისი წესი. არის განხილვის პერიოდი და არის გადაწყვეტილების მიღების დრო, რაც გადაიდო დღევანდელი კომიტეტის სხდომისათვის და დღევანდელი კომიტეტის სხდომაზე იმ შენიშვნებით, რასაც გთავაზობთ და მე ვფიქრობ, რომ აქ იქნება მრავალმხრივ დაცული ინტერესი. ინტერესი არ არის მხოლოდ აქ კლინიკების და მათი მესაკუთრეების. არსებობენ პაციენტები და მე ვფიქრობ კონტროლი სწორედ დამკვეთმა და პასუხისმგებელმა უწყებამ უნდა აიღოს იმაზე, რომ ყველაზე უპირატესი ინტერესი იყოს დაცული-მოსახლეობის ჯანმრთელობა და პაციენტის უფლებები“,-

განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხტა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ კომიტეტის სხდომაზე, სადაც  „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტს განიხილავენ.

 

 კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, სისტემა უნდა იყოს მთავარ მიზანზე ორიენტირებული, რომ პაციენტის ინტერესები იყოს პირველ რიგში დაცული, ამასთან მისივე თქმით,  კლინიკების ინტერესიც უნდა იყოს გათვალისწინებული.

 

 საკითხი შემოვიდა დაჩქარებული წესით, კომიტეტმა არ მიიღო ეს შემოთავაზება, მიუხედავად იმისა, რომ ბიუროზე იყო გადაწყვეტილი, რომ ის დაჩქარებული წესით უნდა განხილულიყო. ჩვენ არ მივიღეთ ეს წესი და ჩვეულებრივი წესით დავიწყეთ ამ კანპონპროექტის განხილვა, რამეთუ საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო მოგვესმინა სხვადასხვა აზრი და დამოკდებულება და ამისათვის ორმა კომიტეტმა დაუთმო დრო და ყველას მისცა საშუალება, რომ თავის აზრი გამოეთქვა. ჯანდაცვის კომიტეტზე ყველა სტუმარს ჰქონდა საშუალება, რომ თავისი პოზიცია დაეფიქსირებინა, შემდეგ იყო დამატებით შეხვედრა ეკონომიკის კომიტეტზე, სადაც მათ კიდევ ჰქონდათ დრო დამატებით, გამოეთქვათ თავისი პოზიციები.

 

ჯანდაცვის კომიტეტზე განხილვის შემდეგ ეს საკითხი იქნა კენჭისყრაზე დაყენებული, მაგრამ კენჭისყრა გადაიდო და არა განხილვა.  როცა განხილვა დასრულებულია, შემდეგ კომიტეტზე თავიდან მისი განხილვა არ იწყება, იმიტომ  რომ რეგლამენტი ამას არ ითვალისწინებს. სისტემა რა თქმა უნდა არის და უნდა იყოს მთავარ მიზანზე ორიენტირებული, რომ პაციენტის ინტერესები იყოს პირველ რიგში დაცული, მაგრამ პაციენტის ინტერესს ექიმის გარეშე ვერ დაიცავ და რა თქმა უნდა კლინიკების ინტერესიც უნდა იყოს გათვალისწინებული, მაგრამ არ  შეიძლება მხოლოდ იმის ინტერესი გადაიძლოს, რომ ვინმემ მის საპასუხისმგებლო არეალში, მის კლინიკაში  არ აღმოაჩინოს რამე დარღვევა. დარღვევა სწორედაც უნდა იყოს აღმოჩენილი და რეგულირების სააგენტოს უნდა ჰქონდეს საშუალება მაგრამ რა თქმა უნდა სასამართლოს როლი აქ უნდა იყოს შეუცვლელი“,-განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.​

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner